კალათბურთი

13:51 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-მ კვლავ მარკოიშვილის გარეშე იმარჯვა

მანუჩარ მარკოიშვილმა ვთბ-ლიგის მე-2 ნახევარფინალური მატჩიც გამოტოვა. მოსკოვის ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ქართველი კალათბურთელი განაცხადში ამჯერადაც არ შეიყვანა, “არმიელებმა” კი “ნიჟნი ნოვგოროდს” კვლავ იოლად (97:77) სძლიეს და ფინალამდე 1 ნაბიჯი აშორებთ.

გასულ შეხვედრაში მოსკოველთაგან 20 ქულით საუკეთესო სონი უიმსი იყო, ნანდო დე კოლომ, მილოშ ტეოდოსიჩმა და აარონ ჯეკსონმა კი 15-15 ქულა ჩააგდეს.

ცსკა სერიის მე-3 მატჩს 26 მაისს სტუმრად ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში, ფინალის საგზურს ვადაზე ადრე მოიპოვებს.

ცნობისთვის, მე-2 ნახევარფინალში “ხიმკის” და “ლოკომოტივის” მატჩში ანგარიში 1:1 გახლავთ.

0.123682