ფეხბურთი

22:25 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძე "ორჰუსის" სასტარტოს დაუბრუნდა

დანიის პირველი დივიზიონის 31-ე ტურში “სკივემ” შინ “ორჰუსთან” ფრედ ითამაშა (1:1). “ორჰუსის” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა დავით სხირტლაძე, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს. დანიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირმა მათე ვაწაძემ სრულად ითამაშა. “ორჰუსის” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დავით დევდარიანი კვლავ ტრავმირებულია. დანიის პირველი დივიზიონის 12 გუნდიან ჩემპიონატში “ორჰუსი” 57 ქულით მე-2 ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში “დიორმა” შინ 3:0 დაამარცხა “პეჩი.” მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია მოხვდა, რომელიც შესვენებისას შეცვალეს. უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “დიორი” 38 ქულით მე-8 ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატში დვტკ-მ სტუმრად 2:1 დაამარცხა “სპარტაკუსი.” “სპარტაკუსის” სასტარტო შემადგენლობაში ზურაბ არზიანი მოხვდა, რომელიც 78-ე წუთზე შეცვალეს, დათო დარციმელია კი სათადარიგო იყო. “სპარტაკუსი” 30 ქულით მე-11 ადგილზეა.

ესტონეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში “კალევი” შინ “ინფონეტს” დაუზავდა (0:0). “კალევის” შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე იგორ ჩემინავამ სრულად ითამაშა. ესტონეთის 10 გუნდიან ჩემპიონატში “კალევი” 23 ქულით მესამე ადგილზეა.

0.126334