ფეხბურთი

17:45 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძემ ზედიზედ მესამედ გაიტანა (+VIDEO)

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ლუცკის “ვოლინის” შემადგენლობაში უკრაინის პრემიერლიგის ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა.

25-ე ტურში, “ვოლინმა” სტუმრად დონეცკის “ოლიმპიკი” 3:1 დაამარცხა და კობახიძემ წერტილი 75-ე წუთზე დასვა. მან შეუცვლელად ითამაშა. 28 წლის კობახიძემ მიმდინარე სეზონში “ვოლინში” 23 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო. უკრაინის მოქალაქე მცველი თემურ ფარცვანია ლუცკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. დონეცკელებში ორი ტაიმი უკრაინული პასპორტის მქონე მეკარე ზაურ მახარაძემ იასპარეზა.

“ვოლინს” 33 ქულა აქვს და 14 გუნდში მეექვსეა, ხოლო “ოლიმპიკი” 26 ქულით – მეცხრეა.

0.061059