ფეხბურთი

14:06 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” მზადაა ანჩელოტის ტრანსფერებისთვის 150 მილიონი გამოუყოს

ესპანური “მარკას” ინფორმაციით, “მილანი” მზადაა მადრიდის “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი გუნდში მთავარ მწვრთნელად დააბრუნოს და იტალიელ სპეციალისტს ტრანსფერებისთვის 150 მილიონი ევრო გამოუყოს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, “როსონერის” წარმომადგენელი უკვე შეხვდა “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს და მოლაპარაკება გამართა. დიდი ალბათობით “რეალი” იტალიელთან კონტრაქტს გაწყვეტს და მომდევნო სეზონიდან “მილანს” კვლავ ანჩელოტი გაწვრთნის.

კარლო “როსონერის” 2001 წლის 6 ნოემბრიდან 2009 წლის 1 ივლისამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით “მილანმა” 423 მატჩი ჩაატარა, აქედან 238 მოიგო, 101 ფრედ დაასრულა, ხოლო 84 შეხვედრაში მარცხი იწვნია. გუნდმა 690 გოლი გაიტანა და 357 გაუშვა.

ანჩელოტიმ “მილანს” ჩემპიონთა ლიგა 2002/03 და 2006/07 წლების სეზონში მოაგებინა. ევროპის სუპერთასი გუნდმა 2003 და 2007 წელს აღმართა, ასევე 2007 წელს ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. იტალიის ჩემპიონი “როსონერი” 2003/04 წლების სეზონში გახდა.

0.118076