“ლივეპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია “ლივერპულს” მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის.
“ 150 პროცენტით დარწმუნებული ვარ მომდევნო სეზონშიც “ლივერპულის” მწვრთნელი ვიქნები. ხშირად ვხვდები კლუბის ხელმძღვანელობას და “ლივერპულის” განვითარების გეგმებს განვიხილავთ. ჩვენ ერთმანეთთან ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. კლუბს ძალიან კარგი მფლობელები ჰყავს, თითოეულ ჩვენთაგას სჯერათ მათი. მომდევნო სეზონისვის გუნდი უკეთ უნდა მოვამზადოთ” – განაცხადა ბრენდან როჯერსმა.
კლუბი ამ დროისთვის პრემიერლიგაში 62 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.