თბილისის “დინამომ” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნით მატჩში საკუთარ სტადიონზე “ჩიხურა” 3:0 დაამარცხა. რამდენიმე ტურია, რაც საჩხერელი მოთამაშეები უმოტივაციოდ დარჩნენ, რადგან ევროტურნირზე მოხვედრის შანსი დაკარგეს, “დინამოს” მეორე ადგილზე გასვლა სურდა, ამისთვის კი ბოლო ტურში მოგება სჭირდებოდა.
გია გეგუჩაძე 10 წლის შემდეგ “დინამოში” გამარჯვებით დაბრუნდა. გუნდის თამაშის ხარისხი კრიტიკას კვლავ ვერ უძლებს, რაც ახალი მწვრთნელის მინუსზე არ მიუთითებს - გეგუჩაძეს ასეთი “დინამო” დახვდა. ახალ მწვრთნელის ხელში კი სიახლის შეტანა მხოლოდ პირველი შეკრების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მე-12 წუთზე პაპუნაშვილმა ანგარიში გახსნა. საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა, მან მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში გაიტანა.
7 წუთში თოთაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. მანაც ჯარიმა გაიტანა, ყველაზე ეფექტური გოლი კი 35-ე წუთზე ჭანტურიშვილმა შეაგდო. მან მარცხენა ფლანგიდან მეკარისაგან მარცხენა კუთხეში გაიტანა. ბურთი კარგად დატრიალდა, ქვილითაიას ნახტომი კი უშედეგო გამოდგა.
გეგუჩაძეს “დინამოს” რამდენიმე ფეხბურთელთან ადრეც უმუშავია. ერთ-ერთი მათგანი კი ჭანტურიშვილია, ასევე შერგელაშვილი და რენე ფერეირა. დღეს ეს მოთამაშეები სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ.
ორივე გუნდის ფეხბურთელები ბურთს უმეტესწილად უაზროდ აგორავებდნენ. გააზრებული თამაში არ გვინახავს, გოლებიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიდა. გუნდებს უჭირდათ კომბინაციური ფეხბურთის თამაში.
პირველ ტაიმში გოლები გავიდა, მეორეში არა - ტაიმებს შორის მხოლოდ ეს სხვაობა იყო. ფეხბურთის თამაშის კუთხით არაფერი შეცვლილა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას საჩხერის “ჩიხურას” მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე არ დასწრებია. გია გეგუჩაძემ კი შემდეგი რამ თქვა: “შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხით - არა. ვფიქრობ, ბევრი ხარვეზი იყო ჩვენი გუნდის თამაშში, რაზეც მუშაობაა საჭირო. მოგვიწევს ნაკლოვანებების აღმოფხვრა. პაპუნაშვილის ცვლილება იმით იყო გამოწვეული, რომ გიორგი დაიღალა. რამდენიმე დღეში თასის ფინალი გვაქვს სათამაშო და ამ მატჩისთვის დავასვენე”.
დინამო (თბილისი) - ჩიხურა (საჩხერე) 3:0 (3:0)
22 მაისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, შერგელაშვილი (გველესიანი 70), რენე ფერეირა, თოთაძე, ცინცაძე, პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 64), ჭანტურიშვილი, ჯიღაური (პარუნაშვილი 83), კიტეიშვილი, ჩირგაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ჩიხურა: ქვილითაია, ჭელიძე, ჩიკვაიძე (ივანიშვილი 53), დეკანოიძე, კაშია, ოდიკაძე, კორიფაძე (კაკაშვილი 46), დობროვოლსკი, კუჭუხიძე (მუმლაძე 46), განუგრავა, სარდალიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (12), 2:0 თოთაძე (19), 3:0 ჭანტურიშვილი (35)
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი
დილა | 30 | 19 | 7 | 4 | 50 | 21 | 29 | 64 |
დინამო ბთ | 30 | 18 | 4 | 8 | 40 | 24 | 16 | 58 |
დინამო თბ | 30 | 17 | 7 | 6 | 56 | 28 | 28 | 58 |
ცხინვალი | 30 | 16 | 5 | 9 | 47 | 37 | 10 | 53 |
ჩიხურა | 30 | 13 | 7 | 10 | 39 | 36 | 3 | 46 |
სამტრედია | 30 | 13 | 6 | 11 | 40 | 31 | 9 | 45 |
ტორპედო | 30 | 10 | 11 | 9 | 39 | 33 | 6 | 41 |
შუქურა | 30 | 11 | 8 | 11 | 36 | 38 | -2 | 41 |
გურია | 30 | 10 | 9 | 11 | 38 | 43 | -5 | 39 |
კოლხეთი ფ | 30 | 9 | 10 | 11 | 31 | 31 | 0 | 37 |
მერანი | 30 | 9 | 9 | 12 | 29 | 33 | -4 | 36 |
ზუგდიდი | 30 | 8 | 9 | 13 | 24 | 45 | -21 | 33 |
სიონი | 30 | 9 | 5 | 16 | 32 | 46 | -14 | 32 |
მეტალურგი | 30 | 6 | 8 | 16 | 25 | 46 | -21 | 26 |
ვიტ-ჯორჯია | 30 | 7 | 5 | 18 | 27 | 40 | -13 | 26 |
ზესტაფონი | 30 | 6 | 8 | 16 | 40 | 61 | -21 | 26 |
მეგოლეები:
16 – ირაკლი მოდებაძე (დილა)
14 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
12 – ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)
11 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),
10 –ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
9 – შოთა ლომია (ზუგდიდი)
8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)
7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), გიორგი ჩირგაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე დინამო თბილისი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;