ფეხბურთი

17:45 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “ბუფონმა “ოქროს ბურთი” დაიმსახურა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ იტალიელი მეკარე მისი კარიერის გათვალისწინებით “ოქროს ბურთს” იმსახურებს.

“მიხარია, რომ ბუფონის შესახებ ვლაპარაკობ, ის ნამდვილად გამორჩეული მეკარეა. ნამდვილი პროფესიონალია, მას ბევრი კარგი ადამიანური თვისება გააჩნია. როცა მის კარიერას თვალს გადავავლებ, მწამს, რომ ის “ოქროს ბურთს” იმსახურებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როგორც ბუფონისთვის, ისე მთლიანი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი “ოქროს ბურთის” მოპოვებასთან ყველაზე ახლოს 2006 წელს იმყოფებოდა და მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ ტიტული მისმა თანამემამულეM ფაბიო კანავარომ დაიმსახურა.

0.122855