ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანაშემწემ პოლ კლემენტმა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდ “დერბის” თავკაცი სტივ მაკლერენი შეცვალოს.
კლუბი მზადაა ინგლისელ სპეციალისტს წელიწადში 2 მილიონი გირვანქა გადაუხადოს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა კლემენტი ჩემპიონშიფის ბინადარ გუნდს.
“ვერძებმა” 2014/15 წლების სეზონში ჩემპიონშიფში 77 ქულით მე-8 ადგილი დაიკავეს და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოსახვედრად 1 ქულა დააკლდათ.