“კორინთიანსიდან” “სან პაულოში” განათხოვრებულმა 25 წლის შემტევმა ალეშანდრე პატუმ შესაძლოა კარიერა მილანის “ინტერში” გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი მზადა პატუს ტრანსფერში 7 მილიონი ევრო გადაიხადოს. მართალია “კორინთიანსის” ხელმძღვანელობა შემტევის 10 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ “ინტერთან” მოლაპარაკებაზე თანახმაა.
პატუ “სან პაულოში” იჯარის წესით 2014 წლიდან თამაშობს, ამ დროში “მილანის” ყოფილმა თავდამსხმელმა 30 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.