ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა პრემიერლიგის 37-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის დამსახურებულად მოხვდა სადიო მანე. “საუთჰემპტონის” შემტევმა 2 წუთსა და 56 წამში “ასტონ ვილას” 3 გოლი გაუტანა და რობი ფაულერის რეკორდი გააუმჯობესა (4 წუთი, 32 წამი). სენეგალელი ფეხბურთელის თანაგუნდელებმა შეინ ლონგმა და გრაციანო პელემ სიმბოლურში თავდამსხმელისთვის განკუთვნილი ორი ადგილი დაიკავეს.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი “მანჩესტერ სიტის” ჰყავს. პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა “ქალაქელთა” მხრიდან მეკარე ჯო ჰარტი, მცველი ელიაკიმ მანგალა და ნახევარმცველები იაია ტურე და დავიდ სილვა გამოარჩია.
37-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”).
მცველები: კლინტ ჰილი (ქპრ), ელიაკიმ მანგალა (“მანჩესტერ სიტი”), ჯოლეონ ლესკოტი (“ვესტ ბრომვიჩი”), დანი როუზი (“ტოტენჰემი”).
ნახევარმცველები: ჯეისონ პანჩეონი (“კრისტალ პალასი”), იაია ტურე, დავიდ სილვა (ორივე “მანჩესტერ სიტი”), სადიო მანე (“საუთჰემპტონი”).
თავდამსხმელები: შეინ ლონგი, გრაციანო პელე (ორივე “საუთჰემპტონი”).