ფეხბურთი

10:56 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევრო-2015-ის ელიტ რაუნდისთვის ემზადება. გიორგი დევდარიანის გუნდმა გუშინ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ღია ვარჯიში გამართა.

ელიტ რაუნდის მატჩები 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისში გაიმართება. ქართველი 19-წლამდელების მეტოქეები ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებები არიან. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი, 6-15 ივლისს საბერძნეთში დაგეგმილ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

0.321088