კალათბურთი

23:30 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალში მარკოიშვილის გარეშე

მოსკოვის ცსკა ვთბ-ლიგის ნახევარფინალურ სერიაში მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე ჩაება. “არმიელები” ლევან ფაცაციას ყოფილ კლუბ “ნიჟნი ნოვგოროდს” დაუხვდნენ და 86:79 სძლიეს, ქართველი კალათბურთელი კი მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა.

ცსკა-ს რიგებში ყველაზე შედეგიანი ალეკსანდრ კაუნი იყო 19 ქულით, აარონ ჯონსონმა და მილოშ ტეოდოსიჩმა კი 14-14 ქულა მიითვალეს.

ამჯერად, 8 ქულას დასჯერდა მოსკოველთა ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი – ფრანგი ნანდო დე კოლო, რომელიც მატჩის წინ რეგულარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზით დააჯილდოვეს.

ნახევარფინალის მე-2 მატჩი 23 მაისს ისევ მოსკოვში შედგება, 26 მაისიდან კი სერია ნოვგოროდში გადაინაცვლებს.

0.112585