ფეხბურთი

16:10 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ანჩელოტის კანდიდატურას განიხილავს

მადრიდის "რეალის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ზაფხულში შესაძლოა სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდეს და "მილანი" ჩაიბაროს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" წერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ანჩელოტის "სან სიროზე" დაბრუნების მთავარი ინიციატორი სილვიო ბერლუსკონია და მას თავისი გუნდის თავკაცის პოსტზე პირველ ნომრად გამოცდილი სპეციალისტი ჰყავს მონიშნული.

ანჩელოტი, რომელიც "სამეფო კლუბს" 2013 წლიდან მოყოლებული წვრთნის, ხელფასის სახით სეზონში 7.5 მილიონ ევროს იღებს. მადრიდულ გრანდთან მას კონტრაქტი 2016 წლის ივნისში ეწურება, თუმცა ბოლო პერიოდში მისი გუნდიდან შესაძლო გაშვების შესახაბ ბევრი დაიწერა.

ანჩელოტი "მილანს" 2001-2009 წლებში უკვე ავარჯიშებდა და "როსონერის" ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოაგებინა.

0.111087