ფეხბურთი

14:48 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან პრაგმა კანდიდატურა იორდანიის პრინცის სასარგებლოდ მოხსნა

ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა მიხაელ ვან პრაგმა ფიფას პრეზიდენტის მომავალ არჩევნებზე თავისი კანდიდატურა იორდანიის პრინც ალი ალ-ჰუსეინის სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ვან პრაგს პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლუიშ ფიგუც მიბაძავს, რომელიც ფიფას თავკაცობის ერთ-ერთ პრეტენდენტია.

ჰოლანდიელისა და პორტუგალიელის საქციელს იმით ხსნიან, რომ იორდანიის პრინცი მომავალი არჩევნების წინ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და მოქმედ პრეზიდენტ იოზეფ ბლატერისთვის კონკურენციის გაწევა მხოლოდ მას შეუძლია.

ფიფას არჩევნები 29 მაისს გაიმართება.

0.117543