როგორც Daily Star იუწყება, “ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდი საიდო ბერაინო შესაძლოა “მანჩესტერ სიტიში” გადავიდეს. “ვესტ ბრომვიჩის” ხელმძღვანელებმა მოთამაშეს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ახალგაზრდა თავდამსხმელმს უფრო მაღალ დონზე სურს თამაში. სავარაუდოდ ბერაინო კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
ბერაინოს ტრანსფერის შესახებ გასულ თვეებშიც გაჩნდა ცნობა. 21 წლის ფეხბურთელით “ლივერპული” იყო დაინტერესებული.
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, რომელიც დამდეგ ზაფხულში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში 37 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.