დორტმუნდის “ბორუსიას” ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავა. 26 წლის ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკების” შეთავაზებას უარით უპასუხა. ამ საკითხზე დორტმუნდის “ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა “კიკერთან” ისაუბრა.
“მატსს ჰქონდა სრული უფლება თავად მიეღო გადაწყვეტილება, ის ფიქრობდა ამ თემაზე, საბოლოოდ კი კლუბში დარჩენა გადაწყვიტა” – აღნიშნა ცორკმა.
ჰუმელსი მიუნხენის “ბაიერნის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, თუმცა მიუნხენელთა ძირითად გუნდში პრაქტიკულად არ უთამაშია. დორტმუნდულ კლუბში 2008 წლიდან თამაშობს. მან მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.