ფეხბურთი

12:34 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტ ჯორჯიას” დუბლშემადგენლობა საქართველოს ჩემპიონია

საფეხბურთო კლუბ თბილისის “ვიტ ჯორჯიას” დუბლშემადგენლობა საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ბოლოსწინა ტურში ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილებმა ფოთის “კოლხეთის” დუბლები 3:0 დაამარცხეს და ნაადრევად გაჩემპიონდნენ.

“ვიტ ჯორჯიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფირცხალაიშვილმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი (გუგუშვილი, 82), ასკილაშვილი, ჩხარტიშვილი, მერაბიშვილი (ქისიევი, 89), წენგუაშვილი (კალაჯიშვილი, 35), ბუნტური, მარგველაშვილი, დადიანი (ღუდუშაური, 63), ვაზაგაშვილი (კვაშილავა, 87), მახაჭაშვილი, ხვისტანი.

“მცხეთა პარკზე” გამართულ მატჩის 50-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილის გადაცემის შემდეგ ვაჟა მერაბიშვილმა ანგარიში გახსნა. 59-ე წუთზე ვაზაგაშვილმა საჯარიმო დარტყმის მერე ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა და მერაბიშვილმა თავით დუბლი შეასრულა. მესამე გოლი ერეკლე ხვისტანმა გაიტანა, რომელმაც “გამომუშავებული” პენალტი ზუსტად შეასრულა.

არსებობის ისტორიაში “ვიტ ჯორჯიას” დუბლები მეორედ გაჩემპიონდნენ. მიმდინარე სეზონში გუნდს თენგიზ კობიაშვილი თავკაცობდა, რომლის პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ, დუბლშემადგენლობა ახალგაზრდა ფირცხალაიშვილმა ჩაიბარა.

თეგებივიტ ჯორჯია
0.062611