ჩილეს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ 2015 წელს გასამართი კოპა ამერიკისთვის გაფართოებული შემადგენლობა 30 მოთამაშიდან 26-მე შეამცირა.
კოპა ამერიკის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სამპაოლიმ მცველ პედრო ფუენსალიდუზე (“ბოკა ხუნიორსი”, არგენტინა), ნახევარმცველებზე როდრიგო მილიარზე (“ატლასი”), მარკ გონსალესზე (“უნოვერსიდად კათოლიკა”) და თავდამსხმელ ჟუნიორ ფერნანდესზე (“დინამო”, ზაგრები, ხორვატია) უარი თქვა.
სამპაოლის 26-კაციანი სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: კლაუდიო ბრავო (“ბარსელონა”, ესპანეთი), პაულო გარსესი (“კოლო-კოლო”), ჯონი ერერა (“უნივერსიდად დე ჩილი”).
მცველები: ხუან კორნეხო (“აუდაქს იტალიანო”), მიიკო ალბორნოსი (“ჰანოვერი”, გერმანია), მაურისიო ისლა (“ქუინზ პარკ რეინჯერსი”, ინგლისი), გონსალო ხარა (“მაინცი”, გერმანია), გარი მედელი (“ინტერი”, იტალია), ეუხენიო მენა (“კრუზეირო”), ხოსე როხასი (“უნიოვერსიდად დე ჩილი”).
ნახევარმცველები: მარკო მედელი (“სანტიაგო უონდერერსი”), ჩარლეს არანგისი (“ინტერნასიონალი”, ბრაზილია), ჟან ბოსეჟური (“კოლო-კოლო”), ფერნანდო მენესესი (“ვერაკრუსი”, მექსიკა), კარლოს კარმონა (“ატალანტა”, იტალია), მარსელო დიასი (“ჰამბურგი”, გერმანია), მატიას ფერნანდესი (“ფიორენტინა”, იტალია), ფელიპე გუტიერესი (“ტვენტე”, ჰოლანდია), არტურ ვიდალი (“იუვნეტუსი”, იტალია), დავიდ პისარო (“ფიორენტინა”, იტალია), ხორხე ვალდივია (“პალმეირასი”, ბრაზილია).
თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი (“არსენალი”, ინგლისი), ედსონ პუჩი (“ურაკანი”, არგენტინა), ედუარდო ვარგასი (“ქუინზ პარკ რეინჯერსი”, ინგლისი), მაურისიო პინილია (“ატალანტა”, იტალია), ანხელო ენრიკესი (“დინამო” ზაგრები, ხორვატია).
სამპაოლი საბოლოო შემადგენლობას 1-ელ ივნისს იტყვის. მიმდინარე წელს კოპა ამერიკა ჩილეში ჩატარდება და 15 ივნისს დაიწყება.