როგორც ინგლისური ვებგვერდები იუწყებიან, “მანჩესტერ იუნაიტედი” ლივერპულელი რაჰიმ სტერლინგის შეძენას ცდილობს. კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. აღნიშნულ ცნობას Times, Daily Mail, Daily Mirror და Daily Star ავრცელებენ.
ბოლო დღეებია 20 წლის შემტევის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. გავრცელებული ცნობით სტერლინგით ასევე დაინტერესდნენ მიუნხენის “ბაიერნი” და “მანჩესტერ სიტი”.
შეგახსენებთ ფეხბურთელმა “ლივერპულთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და ხმები მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა.
იამაიკაში დაბადებული 20 წლის შემტევი ქპრ-ს აღზრდილია, “ლივერპულის” ძირითად გუნდში კი 2012 წლიდან თამაშობს. სტერლინგმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.