თამაშგარე

10:32 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვარანიც ცოლიანი კაცი გახდება

უცოლო კაცის ცხოვრება ხომ იცით როგორიცაა? დადის, დადის, სადაც უღამდება იქ უთენდება და თუკი ამის შანსი მიეცა, ხან ვის საწოლში ჩაკოტრიალდება და ხან ვის ჩაეხუტება. მაგრამ, დგება ჟამი, როდესაც ეს ფერადოვნება უნდა დასრულდეს, რამეთუ ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.

მადრიდის ”რეალის” ფრანგი ფეხბურთელი, რაფაელ ვარანი ამდენი ხნის განმავლობაში ტკბებოდა და დნებოდა თავისუფალი კაცის ცხოვრებით და მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულად დიდი მექალთანე არასოდეს ყოფილა, არც უცოლობაზე დაუწუწუნია ოდესმე.

ახლა კი ირკვევა, რომ რაფაელიც დაიდგამს უღელს და სულ მალე მის ქორწილში რონალდუ, კასილასი და მათი მეგობრები მკლავებს გაშლიან. ვარანს ცოლად მშვენიერი მოდელი, კამილა ტიგატი მოჰყავს, რომელთანაც რამდენიმეთვიანი რომანი აკავშირებს და ბოლოს ყველაფერი ისე სრულდება, როგორც ინდურ ფილმებშია ხოლმე.

0.163703