ჩოგბურთი

0:25 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ნიურნბერგის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და რუსმა ევგენია როდინამ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გააღწიეს.

კალაშნიკოვამ და როდინამ მე-3 ნომრად განთესილი გერმანულ-პოლონური წყვილი (გრონეფელდი-როსოლსკა) 7:5, 3:6, 10:5 დაამარცხეს, რისთვისაც 110-110 სარეიტინგო ქულა მიიღეს.

ნახევარფინალში ოქსანა და ევგენია მე-2 რეიტინგის მქონე ტაივანურ-ესპანურ დუეტს (ჩანი-მედინა გარიგესი) გაეჯიბრებიან, რომელმაც ავსტრიულ-გერმანულ ტანდემს (კლემენშიცი-ლოტნერი) 6:4, 6:1 სძლია.

0.113754