ფეხბურთი

20:27 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ჩეხის ტრანსფერზე მუშაობს

როგორც Daily Mail-ი იუწყება, ლონდონის “არსენალი” პეტერ ჩეხის ტრანსფერთან დაკავშირებით “ჩელსისთან” აწარმოებს მოლაპარაკებას. ამ თემაზე ვეტერანი მეკარის აგენტმა ვიქტორ კოლარმაც ისაუბრა, თუმცა მას “არსენალის” შესახებ არაფერი დაუკონკრეტებია, Daily Mail –ის ცნობით კი “მეთოფეებმა” ჩეხის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

“არსენალი,” “მანჩესტერი” და პსჟ ის კლუბებია, სადაც სურს პეტერს თამაში. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით” – აღნიშნა კოლარმა.

შეგახსენებთ ჩეხი “ჩელსის” სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. “არისტოკრატთა” სასტარტო შემადგენლობის მეკარედ ტიბო კურტუა იქცა.

ჩეხის პროფესიული კარიერა 1999 “ბლშანის” შემადგენლობაში დაიწყო. 2001-2002 წლებში პრაღის “სპარტას” მეკარე იყო. 2002-2004 წლებში ფრანგული “რენის” წევრი იყო, 2004 წლიდან კი “ჩელსის” ღირსებას იცავს.

თეგებიპეტერ ჩეხი
0.11709