ფლორენციის “ფიორენტინას” 29 წლის ფორვარდმა მარიო გომესმა კარიერა შესაძლოა “შალკეში” განაგრძოს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გერმანული კლუბის წამომადგენლები “ფიორენტინა”-“პარმას” (3:0) მატჩს დაესწრნენ და გომესს აკვირდებოდნენ.
მიმდინარე სეზონში მარიომ 32 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გერმანელი თავდამსხმელი 2009-2013 წლებში “ბაიერნის” ღირსებას იცავდა.