ფეხბურთი

17:41 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილით ლიმასოლის “არისი” დაინტერესდა

კვიპროსის მეორე დივიზიონში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ლიმასოლის “არისს” ქართველი ნახევარმცველის ელგუჯა გრიგალაშვილის თავის რიგებში ხილვა სურს.

ამის შესახებ ინტერნეტპორტალი kerkida.net-ი იუწყება. 25 წლის გრიგალაშვილმა მიმდინარე სეზონში “ოთელოსში” 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მისი გუნდი კვიპროსის პირველ დივიზიონს (უმაღლესი ლიგა) დაემშვიდობა და ამჯერად, გრიგალაშვილის დამატება “არისს” უნდა, რომელმაც მეორე დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა.

კერკიდა.ნეტ-ის ინფორმაციით, რთული სათქმელია ლიმასოლელები გრიგალაშვილის გადაბირებას რამდენად მოახერხებენ, რადგან ქართველზე თვალი კვიპროსის სხვა კლუბებსაც უჭირავთ.

0.120077