ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი მეკარე ეურელიო გომესი ფეხბურთელებს “დეზებში” გადასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. 34 წლის ბრაზილიელის თქმით, ლონდონური კლუბი ფეხბურთელებს კარიერას უფუჭებს.
“ყველაფერში დამნაშავე კლუბია. ვისაც “ტოტენჰემში” გადასვლა უნდა, ყველას ვაფრთხილებ – ეს არ გააკეთონ.
ლონდონელებმა სოლდადოში 28 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და მას არ ათამაშებენ. შეხედეთ ლამელას. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი იყო, მაგრამ როდესაც “ტოტენჰემში” მის გამოსვლას ვუყურებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას თამაში დაავიწყდა.” – განაცხადა გომესმა.
თავად ეურელიო გომესი “ტოტენჰემში” 2008-2014 წლებში თამაშობდა. ლონდონური კლუბის მაისურით, პრემიერლიგაში, მან მონაწილეობა 97 შეხვედრაში მიიღო.