ჩოგბურთი

16:40 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა როლან გაროსის პირველი წრე დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის პირველი რაუნდი დასძლია.

27-ე ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა სერბ ლასლო ჯერეს 6:4, 6:4 მოუგო. ნიკოლოზმა 13-დან 5 ბრეიკ პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 3-ჯერ დათმო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1 ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა.

როლან გაროსზე პირველი გამარჯვების წყალობით, ბასილაშვილმა 8 სარეიტინგო ქულა მიიღო, მომდევნო რაუნდში კი ამერიკელ ბიორნ ფრატანჯელოს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა ავსტრალიელ ალექს ბოლტს 6:4, 7:6 (7:5) სძლია.

ცნობისთვის, რეიტინგში ბასილაშვილს 135-ე ადგილი უკავია, ფრატანჯელო კი 147-ეა. თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელსაც სძლია, 16 ქულას მიიღებს.

საინტერესოა, რომ ტურნირს გამოეთიშა პირველ ნომრად მიჩნეული სამხრეთკორეელი ჰიეონ ჩუნგი, ამდენად, ბადის თავის ნახევარში ნიკოლოზი ერთადერთ განთესილ მოთამაშედ დარჩა.

0.116964