ფეხბურთი

12:51 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალს კარიერის დასრულება “იუვეში” სურს

ჩილეს ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ “ბიანკონერის” რიგებში ბედნიერია. ფეხბურთელს ბრიტანული მედია რამდენიმე ინგლისურ გუნდს უკავშირებს, თუმცა ვიდალი არსად წასვლას აპირებს.

“შესაძლოა, მთელი ცხოვრება მე და ჩემი ოჯახი ტურინში დავრჩეთ. აქ ხალხს ძალიან ვუყვარვარ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. რთულია გუნდი შეიცვალო, როდესაც ბედნიერი ხარ. აქ თავს ვგრძნობ, როგორც სახლში.” – განაცხადა ჩილელმა.

ვიდალი “იუვენტუსში” 2011 წლის ზაფხულიდან თამაშობს და მას შემდეგ გუნდთან ერთად ზედიზედ 4-ჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბიანკონერი” 6 ივნისს ბერლინში “ბარსელონას” დაუპირისპირდება და შესაძლოა არტურო ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გახდეს.

0.118243