დონეცკის “შახტარის” ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
ელიტ რაუნდში მე-5 ჯგუფში მოასპარეზე უკრაინელებმა დასკვნით მატჩში ჩერნოგორია 2:0 დაამარცხეს და პირველი ადგილი დაიკავეს. ქართველმა ნახევარმცვლმა ორი ტაიმი იასპარეზა და 48-ე წუთზე გააფრთხილეს.
ელიტ რაუნდში ვაჩიბერაძემ ბოსნია-ჰერცეგივინასთან ფრედ (1:1) დასრულებული პირველი შეხვედრა დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა, ხოლო პოლონეთთან მოგებულ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა.
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 6-19 ივლისს საბერძნეთში ჩატარდება.