“რენის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ ფილიპ მონტანიერს კონტრაქტი სამი წლით გაუხანგრძლივა და ფრანგი სპეციალისტი ლიგა 1-ის კლუბში 2019 წლის ივლისამდე იმუშავებს.
“სოსიედადის” ყოფილი თავკაცი ფრანგულ გუნდში 2013 წლის ზაფხულში მივიდა. მას შემდეგ მისმა გაწვრთნილმა “რენმა” 89 მატჩი ჩაატარა, აქედან 34 მოიგო, 24 ფრედ ითამაშა, ხოლო 31 მათგანში მარცხი განიცადა. გუნდმა 115 გოლი გაიტანა და 114 საკუთარ კარში მიიღო.