საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც თამაზ კოსტავა წვრთნის, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადება ასეთი შემადგენლობით დაიწყო:
მეკარეები: ნინო ჭკუასელი (“იბერია-სთარი”, საქართველო), თამარ ნადირაშვილი (“ჟალგირისი”, ლიტვა).
მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (“გურია”), ნათია სხირტლაძე, თინათინ თევდორაძე, ნინო კოჭლამაზაშვილი, სალომე ხუბულური, ანა ზაქაიძე (ყველა “იბერია-სთარი”), , თამარ ტატუაშვილი (“სამსუნგ აბთა”, თურქეთი), ნინო სუთიძე (“ნივა ბელკარდი”, ბელარუსი).
ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (“ნივა ბელკარდი”, ბელარუსი), ანა სინატაშვილი, ლანა გორგაძე (“მართვე ქუთაისი”), მარიამ დანელია (“აფხაზეთი”), მარი ბასილაძე, მედეა მუმლაძე (35-ე სკოლა), ტატა მატვეევა (“ქონაქ ბელედიუე”, თურქეთი).
თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (“ჟალგირისი”, ლიტვა), ლელა ჭიჭინაძე (“ადანა იდმანურდუსფორი”, თურქეთი), თამრიკო კვალიაშვილი (“იბერია-სთარი”).
ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები სასტუმრო “White House” დაბინავდა და ტექნიკურ ცენტრ “ბასას” გარდა, საბურთალოზე ე.წ. “მარაკანას” სტადიონზე ივარჯიშებს. კოსტავას განკარგულებაში 18 ფეხბურთელია, ხოლო ორი გოგონა ნაკრებს ბაქოში შეუერთდება, სადაც ქართველები 23 მაისს გაემგზავრებიან.
აზერბაიჯანის დედაქალაქში საქართველოს ნაკრები 26 და 29 მაისს ადგილობრივ ქალთა ეროვნულ გუნდთან ისპარინგებს.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში ქართველების მეტოქეები შვეიცარიის, იტალიის, ჩრდ. ირლანდიისა და ჩეხეთის ნაკრებები არიან.