არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, პრიმერადივიზიონის 2014/15 წლების სეზონის მოგების შემდეგ, თავის “ფეისბუქის” გვერდზე შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “ლა ლიგის მოგება განსაკუთრებულია, მაგრამ “ბარსა” შესანიშნავი გუნდია და მიმდინარე სეზონში უფრო მეტის მიღწევა უნდა.”
რა თქმა უნდა, მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელმა აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა. “ბლაუგრანა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 6 ივნისს ბერლინში ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება, მანამდე კი 30 მაისს ესპანეთის სამეფო თასის დასაკუთრებას “ბილბაოს” ძლევით შეეცდება.