საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა "მონაკომ" ბრაზილიელ მცველ ფაბინიოსთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ მონეგასკური გუნდის ვებგვერდი წერს.
ფაბინიოს შეძენით დაინტერესებული რამდენიმე ევროპული კლუბი იყო, მათ შორის კატალონიის "ბარსელონა", მაგრამ როგორც ჩანს "მონაკომ" მისი შენარჩუნება მოახერხა.
21 წლის ფეხბურთელი "ლუი II"-ზე 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ში 35 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.