ფეხბურთი

18:54 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" მანდანდას შეძენას გეგმავს

"რომა" ზაფხულის მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრისას მეკარის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. იტალიური მედიის ინფორმაციით, დედაქალაქელებმა თვალი ფრანგული "მარსელისა" და საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯ სტივ მანდანდას დაადგეს. 30 წლის კიპერს "ველოდრომელებთან" მიმდინარე კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი ჯერჯერობით არ სახელდება.

"დღეისათვის გადაწყვეტილი არაფერია. საჭიროა სეზონი დასრულდეს და შემდეგ ყველაფერს ავწონ-დავწონით. ამ მომენტისათვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი არაა", - თქვა მეკარის აგენტმა სტეფან კურბისმა.

მანდანდა "მარსელში" 2007 წლიდან მოყოლებული თამაშობს და მას შემდეგ გუნდის ძირითადი მეკარეა. მიმდინარე სეზონში "ოლიმპიკის" ღირსება საფრანგეთის ლიგა 1-ში 37 მატჩში დაიცვა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში კი 2008 წლიდან დღემდე 19-ჯერ უთამაშია.

0.117789