ფეხბურთი

18:41 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კიაერს “ლივერპულში” თამაში უნდა

ფრანგული “ლილის” დანიელი ცენტრალური მცველი სიმონ კიაერი კარიერის “ლივერპულში” გაგრძელების სურვილს საჯაროდ აფიქსირებს.

“აგენტთან ჯერ არ მისაუბრია. ამას სეზონის დასრულების შემდეგ გავაკეთებ. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩემი ოჯახი “ლივერპულს” გულშემატკივრობს და ამ გუნდში ჩემი გადასვლა ახლობლებს გააბედნიერებს.” – განაცხადა კიაერმა Le Figaro-სთან საუბრისას.

კიაერი “ლილში” 2013 წლიდან თამაშობს. საფრანგეთის ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში მან 30 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.11261