ფეხბურთი

18:35 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფალკე მანჩინის აინტერესებს

იტალიური "ჯენოას" ესპანელი შემტევი ნახევარმცველი იაგო ფალკე შესაძლოა ზაფხულში მილანის "ინტერში" გადაბარგდეს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა "კორიერე დელო სპორტი" წერს. გამოცემის ვარაუდით, 25 წლის მოთამაშე "ნერაძურის" მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის ძალიან მოსწონს. “შავ-ლურჯები” ფალკეს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გაღებას გეგმავენ.

აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით მცირე კომენტარი თავად ფეხბურთელის აგენტმაც გააკეთა.

"ჯენოაში" თავს ძალიან კარგად გრძნობს და სიამოვნებით დარჩება გუნდში. თუმცა "ინტერის" ინტერესი, რა თქმა უნდა, საპატიოა, რადგან მილანელებს შესანიშნავი გუნდი და ხელმძღვანელები ჰყავთ. ამასთან, ისტორიაც დიდებული აქვთ", - განაცხადა იაგო ფალკეს აგენტმა.

"ჯენოამ" პირინელი შემტევი გასულ ზაფხულს ესპანური "რაიო ვალეკანოდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში მან იტალიის სერია A-ში 30 გამართულ მატჩში 13 გოლი გაიტანა.

0.110316