ფეხბურთი

18:23 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასანოს "იუვეზე" მეტად "ბარსას" მოგება გაახარებს

ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა, იტალიურ მედიასთან თავისი მოსაზრება, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ გამოთქვა. 32 წლის თავდამსხმელის თქმით, "იუვენტუსმა" ფინალში თამაში დაიმსახურა, მაგრამ მისი სურვილია, რომ გადამწყვეტ მატჩში გამარჯვება "ბარსელონას" დარჩეს.

"იუვენტუსმა" კარგად ითამაშა და ფინალში დამსახურებულად გააღწია. თუ მასიმილიანო ალეგრი ფინალს მოიგებს კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ უფრო კმაყოფილი ვიქნები თუ ლიონელ მესი გაიმარჯვებს, რადგან მას კიდევ ერთი "ოქროს ბურთის" მოგების დიდი შანსი ექნება. იგი ყველაზე ძლიერია, საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში", - განაცხადა კასანომ.

"იუვენტუსი" და "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის თასს 6 ივნისს, ბერლინის "ოლიმპშტადიონზე" გაითამაშებენ.

0.110044