ფეხბურთი

17:37 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი: “მოწყენილი ვარ”

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ფრანკ რიბერი აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ სიარულის დროს ის დისკომფორტს მაინც განიცდის.

“ტრავმა ბევრ პრობლემას მიქმნის. ყველაფერი ეს ძალიან მწყინს და მაღიზიანებს. როდესაც ფეხბურთს არ ვთამაშობ, მოწყენილი ვარ.

მიმდინარე კვირაში ექიმ მიულერ-ვოლფარტს ვეწვიე. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩემი მდგომარეობა უმჯობესდება. თუ ფეხს არ ვტვირთავ, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ სიარულის დროს ტკივილები კვლავ მაქვს.” – განაცხადა რიბერიმ, რომელსაც ფეხბურთი 11 მარტის შემდეგ არ უთამაშია.

0.122862