“ქუინზ პარკ რეინჯერსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კრის რემსიმ ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე გააფორმა. 53 წლის სპეციალისტი ქპრ-ს თავკაცად მიმდინარე წლის ზაფხულში დანიშნეს. ინგლისელმა მწვრთნელმა გუნდი პრემიერლიგის გავარდნიდან მაინც ვერ იხსნა.
მომდევნო სეზონიდან ქპრ ჩემპიონშიფში ითამაშებს და კრის რემსი შეეცდება გუნდი კვლავ პრემიერლიგაში დააბრუნოს.