ჭიდაობა

11:16 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

10 მედალი ზაგრებიდან

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვა. აქედან 7 მამაკაცთა ნაკრების მონაგარია, ხოლო 3 - ქალების.

ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან ყველაზე შედეგიანად ევროპის შარშანდელი ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ) გამოვიდნენ. კონტინენტის პირველობა ორივემ წაუგებლად ჩაამთავრა და ისევ პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. ფინალში ორივე ქართველმა რუსი მეტოქე დაამარცხა. ჩიდრაშვილმა საიან ხერთეკს აჯობა, ხოლო ლორიაშვილმა - რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ წევრ სერგეი სამოილოვიჩს.

68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ტუღუშს ევროპის ჩემპიონობამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ფინალში ბელარუს დიმიტრი სმოლინთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა. გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), შმაგი ლაგაზაურმა (62 კგ), კახა მამულაშვილმა (74 კგ) და დავით კარბელაშვილმა (90 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე ევროპოდიუმი მხოლოდ 82 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსო. მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ რუსეთს და ბელარუსს ჩამორჩა.

ქალთა ნაკრების წევრთაგან ყველაზე შედეგიანად ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) იჭიდავა - ფინალამდე მივიდა, სადაც უკრაინელ ნატალია სმალთან წააგო. შორენა შარაძე (60 კგ) და ირინე ლეონიძე (+80 კგ) კი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდნენ.

სამბო

ევროპის ჩემპიონატი

ზაგრები. ხორვატია

14-18 მაისი

კაცები

52 კგ

1 ტიგრან კირაკოსიანი (სომხეთი)

2 იგორ ბეგლაროვი (რუსეთი)

3 გივი ნადარეიშვილი (საქართველო)

3 ჯამბულატ ახმადოვი (ბელარუსი)

57 კგ

1 ვახტანგ ჩიდრაშვილი (საქართველო)

2 საიან ხერთეკი (რუსეთი)

3 ბორისლავ იანაკოვი (ბულგარეთი)

3 მაქსიმ მანუკიანი (სომხეთი)

62 კგ

1 ილია ხლიბოვი (რუსეთი)

2 ბორის ბორისოვი (ბულგარეთი)

3 შმაგი ლაგაზაური (საქართველო)

3 ივან ანისკევიჩი (ბელარუსი)

68 კგ

1 დიმიტრი სმოლინი (ბელარუსი)

2 ბექა ტუღუში (საქართველო)

3 მატია გალბიატი (იტალია)

3 ემილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

74 კგ

1 სტეპან პოპოვი (ბელარუსი)

2 არტურ სარქისიანი (უკრაინა)

3 კახა მამულაშვილი (საქართველო)

3 ალი კურჟევი (რუსეთი)

82 კგ

1 სერგეი ოშლობანუ (მოლდოვა)

2 რადვილას მატუკასი (ლიტვა)

3 ვლადიმირ პრიკაზჩიკოვი (რუსეთი)

3 იუკასინ კოვაჩევიჩი (სერბეთი)

90 კგ

1 არსენ ხანჯიანი (რუსეთი)

2 ანდრეი კაზუსიონოკი (ბელარუსი)

3 დავით კარბელაშვილი (საქართველო)

3 ვალენტინ ჟურდენი (საფრანგეთი)

100 კგ

1 დავით ლორიაშვილი (საქართველო)

2 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)

3 იაროსლავ რიტკო (უკრაინა)

3 ვიქტორის რეშკო (ლატვია)

+100 კგ

1 რუსტამ არსლანოვი (რუსეთი)

2 ივან ილიევი (ბულგარეთი)

3 იური რიბაკი (ბელარუსი)

3 რაზმიკ ტონოიანი (უკრაინა)

ქალები

48 კგ

1 მარია კოზლოვა (რუსეთი)

2 ალინა სოკოლოვსკაია (უკრაინა)

3 როკსანა ხალუსი (რუმინეთი)

3 ლეილა აბასოვა (ბელარუსი)

52 კგ

1 მარია ბუეკი (უკრაინა)

2 მაგდალენა ვარბანოვა (ბულგარეთი)

3 ანა გორელიკოვა (რუსეთი)

3 მარინა ჟარკაია (ბელარუსი)

56 კგ

1 დანიელა ხონდიუ (რუმინეთი)

2 კალინა სტეფანოვა (ბულგარეთი)

3 ოლესია სავჩუკი (უკრაინა)

3 ლორა ფურნიე (საფრანგეთი)

60 კგ

1 ეკატერინა პროკოპენკო (ბელარუსი)

2 ანასტასია შევჩენკო (უკრაინა)

3 შორენა შარაძე (საქართველო)

3 ანასტასია შინკარენკო (რუსეთი)

64 კგ

1 ტატიანა მაცკო (ბელარუსი)

2 ულიანა ბესონოვა (რუსეთი)

3 ალიონა საიკო (უკრაინა)

3 ვანია ივანოვა (ბულგარეთი)

68 კგ

1 ტატიანა სავენკო (უკრაინა)

2 ოლგა ნამაზოვა (ბელარუსი)

3 ეკატერინა ონოპრიენკო (რუსეთი)

3 ივანა იანდრიჩი (სერბეთი)

72 კგ

1 ნატალია სმალი (უკრაინა)

2 ნინო ოძელაშვილი (საქართველო)

3 ირინა მირონოვა (რუსეთი)

3 ტამარა პანტალეევა (ბულგარეთი)

80 კგ

1 მარია ორიაშკოვა (ბულგარეთი)

2 დაინა აბრაცუმოვა (რუსეთი)

3 გინტარე კლისიტე (ლიტვა)

3 გალინა კოვალსკა (უკრაინა)

+80 კგ

1 ელიზავეტა მოისეენკო (ბელარუსი)

2 სვეტლანა ფედოსეენკო (რუსეთი)

3 ირინე ლეონიძე (საქართველო)

3 ელენა შირაკი (საფრანგეთი)

0.114766