როდესაც პარაგვაელ ლამაზმანზე დავიწყებთ ფიქრსა და განსჯას, ჩვენ რასაკვირველია თვალწინ დაგვიდგება ლარისა რიკელმე, რომელმაც თავისი მკერდის თახთახითა და მახვილსიტყვაობით პლანეტის ყურადღება მიიპყრო და პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების სიმბოლოდაც კი ჩამოყალიბდა.
მაგრამ რა თქმა უნდა პარაგვაი არაა ის ქვეყანა, სადაც ოდენ ლარისას ძალუძს ნიფხვის სწრაფად შემოძარცვა. აი, მაგალითად ამ ქვეყნის მკვიდრია უმშვენიერესი მოდელი, ლილან რუისი, რომელიც თავის სამშობლოში ლარისაზე ნაკლები პოპულარობით ნამდვილად არ სარგებლობს და მისი მკერდი კი ცალკე აღნიშვნას საჭიროებს.
ლილიან რუისი მოდელობის გარდა, მსახიობობითაცაა დაკავებული და ლათინოამერიკული სერიალების მოყვარულებს არაერთხელ დაუწყიათ დარდიანი გმინვა მისი დანახვის დროს. ლილიანი ამასთან ერთად ფეხბურთის მოყვარულიცაა და გაიძახის, პარაგვაის ნაკრები ლარისაც ნაკლებად არც მე მიყვარს და ნაკრების თილისმა მალე ვინც გახდება – მაგასაც გაჩვენებთო. ბარაქალა მას!