ფეხბურთი

1:02 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სამეულის შანსი დაიტოვა

იტალიის სერია A-ს XXXVI ტური ორი მატჩით დასრულდა. ევროსაგზურებისთვის მებძროლმა გუნდებმა, "ფიორენტინამ" და "ნაპოლიმ" საკუთარ მოედნებზე უკვე გავარდნილი "პარმა" და "ჩეზენა" მიიღეს.

"ნაპოლიმ" მესამე ადგილთან სამქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. რაფაელ ბენიტესის გუნდმა საკუთარ "სან პაოლოზე" უკვე გავარდნილი "ჩეზენა" მიიღო და დაგეგმილი სამი ქულა კი მოიპოვა, მაგრამ არცთუ ადვილად. სტუმრები მატჩის დასაყისშივე ფრანგმა გრიგორი დეფრელმა დააწინაურა, რომელმაც შორი მანძილიდან გაიტანა, თუმცა სტუმართა სიხარული ერთობ ხანმოკლე გამოდგა. ორწუთიან ინტერვალში დრის მერტენსმა და მანოლო გაბიადინიმ წინ "აძური" გაიყვანეს. გაბიადინის საგოლედ სწორედ ბელგიელმა გარემარბმა უპასა. ტაიმის ბოლო წუთზე დეფრელმა უკვე საჯარიმოში მყოფმა დაარტყა ზუსტად, დუბლი შეასრულა და ნეაპოლელი ქომაგები კიდევ ერთხელ აანერვიულა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 57-ე წუთზე ისევ მერტენსმა დააფიქსირა. "ნაპოლის" მე-14 ნომერმა საჯარიმო მოედანში მარეკ ჰამშიკთან კარგი კედელი გაითამაშა და ალიარდის კარი ახლო დისტანციიდან აიღო - 3:2. "ნაპოლიმ" 63 ქულას მოუყარა თავი და "ლაციოს" სამი, ხოლო "რომას" ისევ ოთხი ქულით ჩამორჩება.

ფლორენციაში "ფიორენტინას" ემილიური "პარმას" ძლევა არ გასჭირვებია. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ჯერ გონსალო როდრიგესმა ისარგებლა სტუმარი მცველების დაბნეულობით, ხოლო 30-ე წუთზე თავის გამოჩენა ალბერტო ჯილარდინომაც მოახერხა. გამოსარჩევია, რომ "იების" ორივე გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. მატჩს წერტილი კი 56-ე წუთზე ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა დაუსვა. ვინჩენცო მონტელას გუნდის ლიდერმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და მას შემდეგ რაც ტექნიკურად ითამაშა, გატანა აღარ გაძნელებია. საბოლოოდ, "ფიორენტინამ" მეტოქე 3:0 დაამარცხა და მე-5 ადგილი დაიბრუნა. ტოსკანელებს 58 ქულა დაუგროვდათ და "ჯენოას" ორი ქულით გადაასწრეს.

“ფიორენტინა” – “პარმა” 3:0 (2:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 27.000

“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი (ბაგადური 87), სავიჩი, პასკუალი; მატი ფერნანდესი, პიზარო (ბადეი 80), აკვილანი; სალაჰი (დიამანტი 79), ჯილარდინო, ილიჩიჩი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“პარმა” (4-5-1): მირანტე; ფედალი, მენდესი, ლუკარელი, გობი; ვარელა, მაური, ხორკერა, ნოჩერინო (ბროჰი 82), გეძალი (ჰარასლინი 68); პალადინო (კოდა 77)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 როდრიგესი (13), 2:0 ჯილარდინო (30), 3:0 სლაჰი (56)

გაფრთხილება: დიამანტი (81) - მენდესი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (10) - 16 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 12:4 გაფრთხილება: 1:1

მსაჯი: დინო ტომაზი

“ნაპოლი” – “ჩეზენა” 3:2 (2:2)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 32.000

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მესტო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ჟორჟინიო, ლოპესი; კალეხონი, ჰამშიკი (ინსინიე 83), მერტენსი (გარგანო 89); გაბიადინი (იგუაინი 67)

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“ჩეზენა” (4-3-1-2): ალიარდი; კაპელი (როდრიგესი 73), ვოლტა, კრაინჩი, რენძეტი; კაშონე, დე ფეუდისი (კაცოლა 83), ტაბანელი (ლუკინი 57); კარბონერო; ბრიენცა, დეფრელი

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო

გოლები: 0:1 დეფრელი (15), 1:1 მერტენსი (19), 2:1 გაბიადინი (21), 2:2 დეფრელი (45), 3:2 მერტენსი (57)

გაფრთხილება: გულამი (42), კულიბალი (76) - ვოლტა (6), კაპელი (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (5) - 8 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:1 გაფრთხილება: 2:2

მსაჯი: მასიმილაინო ირატი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი ("იუვენტუსი") - 20 გოლი, მაურო იკარდი ("ინტერი") - 19, ლუკა ტონი ("ვერონა") - 19, გონსალო იგუაინი ("ნაპოლი") - 16, ჟერემი მენეზი ("მილანი") - 16.

0.147763