ჩოგბურთი

0:32 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ ნიურნბერგში პირველი წრე დასძლია

ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და რუსმა ევგენია როდინამ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) პირველი რაუნდი დასძლიეს.

ოქსანამ და ევგენიამ ჩეხი ჩოგბურთელები – ლენკა კუნჩიკოვა და კაროლინა სტუჩლა 7:5, 7:6 (7:3) დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.

კალაშნიკოვამ და როდინამ 60-60 სარეიტინგო ქულა მიიღეს, მომდევნო წრეში კი მე-3 ნომრად განთესილ გერმანელ გრონეფელდს და პოლონელ როსოლსკას გაეჯიბრებიან.

0.134085