მომავალი სეზონიდან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების განთესვის წესი შეიცვლება. ევროპული ფეხბურთის მართველი ორგანოს ახალი დადგენლების თანახმად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ კალათში ის რვა გუნდი იქნება განთავსებული, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატი მოიგეს.
რეიტინგის მიხედვით საუკეთესო 8 ქვეყნის ჩემპიონი უკვე გამოვლენილია.
ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის წინ პირველ კალათში შემდეგი გუნდები განითესებიან:
"ბარსელონა" (ესპანეთი), "ბაიერნი" (გერმანია), "ჩელსი" (ინგლისი), "იუვენტუსი" (იტალია), "ბენფიკა" (პორტუგალია), "პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი), "ზენიტი" (რუსეთი), "ეინდჰოვენი" (ჰოლანდია).
უეფას ახალი გადაწყვეტილების შემდეგ იზრდება იმის ალბათობა, რომ გულშემატკივრებმა უკვე ჯგუფურ ეტაპზე იხილონ დიდი გუნდების დაპირისპირება. არსებობს შანსი, რომ მეორე კალათში ისეთი გუნდები განთავსდნენ, როგორებიც მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ იუანიტედი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.
პირველი კალათის გარდა სხვა დანარჩენ კალათში გუნდები უეფას საკლუბო რეიტინგის მიხედვით განითესებიან.