თბილისის „დინამოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ „მსოფლიო სპორტთან“ საუბარში ის პიროვნებები დაასახელა, ვინც მას დაეხმარება. თბილისელთა თავკაცის ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილი იქნება, ხოლო მეკარეებს დათო ჯანელიძე გაწვრთნის. ისინი გეგუჩაძესთან ერთად წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“ მუშაობდნენ.
49 წლის გეგუჩაძემ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახა გოგიჩაიშვილი შეცვალა. 18 მაისს მან კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მუშაობას 19 მაისიდან შეუდგება. „დინამო“ გეგუჩაძეს ოფიციალურად 20 მაისს წარადგენს.