"ვალენსიას" ცენტრალური ნახევარმცველი ანდრე გომეში მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. Marca-ს ინფორმაციის თანახმად, გომეშმა კუნთი დაიზიანა და ლა ლიგის ბოლო ტურში "ალმერიასთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
ანდრემ ტრავმა "სელტასთან" ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის 33-ე წუთზე მიიღო და მის ნაცვლად, ენცო პერესი ჩაერთო თამაშში. ფეხბურთელს სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და ზუსტად გახდება ცნობილი, დაეხმარება თუ არა პორტუგალიის ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები 13 ივნისს სომხეთის ნაკრებს შეხვდება და იქამდე ხუთი დღე თბილისში მოემზადება მატჩისთვის.
გომეშმა მიმდინარე სეზონში 37 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.