ფეხბურთი

21:22 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” - “რომა” ერთი დღით გადაიწევს

იტალიის სერია A-ს XXXVII ტურის ცენტრალური მატჩი, “ლაციო” – “რომა” ორშაბათს, 25 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. აღნიშნული მატჩი თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 24 მაისს, 17:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც იტალიის თასის ფინალის ჩატარების თარიღი შეიცვალა, “ლაციომ” “ლეგა კალჩოს” ხელმძღვანელებს რომაული დერბის ერთი დღით გადაწევის თხოვნით მიმართა და სასურველი შედეგიც მიიღო.

“ლაციო” – “რომას” მატჩი, გარდა იმისა, რომ დერბია, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია. “მგლები” “არწივებს” ერთადერთი ქულით უსწრებენ. გუნდები ერთმანეთს მეორე ადგილს ეცილებიან. ამ გუნდთა პირველი წრის მატჩი 2:2 დასრულდა.

0.113638