ფეხბურთი

20:05 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატუიდი პოგბას პარიზს ურჩევს

პარიზის “პარი სენ ჟერმენისა” და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი ფრანგულ ტელეარხ “კანალ პლუსთან” საუბარში ტურინის “იუვენტუსის” შუახაზელ პოლ პოგბას თავის გუნდში ეპატიჟება. მატუიდის თქმით, პოგბას დარი ფეხბურთელის თანაგუნდელობაზე უარს არავინ იტყოდა.

“პოლი ახალგაზრდაა, მაგრამ საკუთარ ასაკთან შედარებით უკვე ძალიან ძლიერია. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველა ბედნიერი იქნება ასეთი ფეხბურთელის დამატებით. იგი მოედნის მიღმაც ძალიან კარგი ადამიანია. რჩევა პოგბას? - ჩამოვიდეს პარიზში”, - ამბობს მატუიდი.

პოლ პოგბას ტურინიდან შესაძლო აბარგების შესახებ უკვე კარგა ხანია სხვადასხვა ხმა ვრცელდება. ფრანგი ფეხბურთელის მსურველ კლუბთა შორის პსჟ-ც სახელდება.

0.113641