ფეხბურთი

18:50 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძემ "დინამოსთან" 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახა გოგიჩაიშვილი გია გეგუჩაძემ შეცვალა. კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გოგიჩაიშვილი და მისი ასისტენტები ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში სტუმრად ლანჩხუთის “გურიასთან” ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ გაანთავისუფლა. “დინამო” ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მესამე ადგილზე იმყოფება და ვერცხლის მედლების მოპოვების მცირე შანსი აქვს. მიმდინარე სეზონში თბილისელებს საქართველოს თასის მოგების იმედი დარჩათ, რომელსაც 26 მაისს “მიხეილ მესხზე” “სამტრედიას” შეეცილებიან.

როგორც “მსოფლიო სპორტისთვის” გახდა ცნობილი, “დინამომ” გია გეგუჩაძესთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 49 წლის სპეციალისტი გუნდის წვრთნას 19 მაისიდან შეუდგება, 20 მაისს კი მას ოფიციალურად წარადგენენ.

გია გეგუჩაძე “დინამოს” მთავარ მწვრთნელად 2004-2005 წლებშიც მუშაობდა და გუნდი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

0.117188