“მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი და მისი ასისტენტები დაითხოვა.
ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში “დინამომ” სტუმრად ლანჩხუთის “გურიასთან” 2:2 ითამაშა და მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილზე ბათუმის “დინამომ” გადაინაცვლა. თბილისელებს ვერცხლის მედლების მოპოვების ძალიან მცირე შანსი აქვთ. მიმდინარე სეზონში მათ საქართველოს თასის მოგების იმედი დარჩათ, რომელსაც 26 მაისს “მიხეილ მესხზე” “სამტრედიას” შეეცილებიან.
“დინამო” გოგიჩაიშვილის დათხოვნის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ უახლოეს ხანში გააკეთებს.