ფეხბურთი

15:45 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" იოვეტიჩით ინტერესდება

"მანჩესტერ სიტის" შემტევით სტევან იოვეტიჩით მერსისაიდული "ლივერპული" ინტერესდება - იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი.

26 წლის ფეხბურთელი "სიტის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, რითაც უკმაყოფილოა და სამუშაო ადგილის შეცვლაზე ფიქრობს. თავის მხრივ, წინა ხაზის გაძლიერება სურს ბრენდან როჯერსს, რომელსაც გასულ ზაფხულს ნაყიდმა ფორვარდებმა ვერ გაუმართლეს, რაც პირდაპირ აისახა გუნდის შედეგიანობაზე. დიდი ალბათობით, "ენფილდს" მარიო ბალოტელი და რიკი ლამბერტი დატოვებენ, რომელთა ერთ-ერთ შემცვლელად როჯერსს იოვეტიჩი ეგულება. ბრენდანი მზადაა, რომ ჩერნოგორიელ მოთამაშეში 12 მილიონი ფუნტი გაიღოს.

სტევანმა მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გუნდელებს გაატანინა. მას "სიტისთან" მოქმედი კონტრაქტი 2018-წლამდე აკავშირებს.

0.144022